სამდივნო

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო დაარსდა და მოქმედებს საქართველოს მთავრობის განკარგულება N829 შესაბამისად, რომელიც გაფორმდა 2015 წლის 20 აპრილს და საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2015 წლის 12 აპრილს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო შედგება შემდეგი პერსონალისგან:

  • ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი;
  • იურიდიული მრჩეველი;
  • ბიზნეს ანალიტიკოსი;
  • გენდერის ექსპერტი;
  • მწვანე ეკონომიკის ექსპერტი;
  • კომუნიკაციების და ოფისის მენეჯერი. 

გიორგი ჩერქეზიშვილი

სამდივნოს ხელმძღვანელი

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე, გიორგი მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე კერძო და საჯარო სექტორში, მათ შორის იგი იყო: უფროსი საინვესტიციო ოფიცერი Wings & Freeman Capital– ში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; სს საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი;  აგრეთვე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში.

გიორგი ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნეს სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში, აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხებს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.   

გიორგი ჯუღელი

იურიდიული ექსპერტი

გიორგის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს იურიდიულ პრაქტიკაში, კვლევასა და სწავლებაში. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე, გიორგი მსახურობდა კომერციული სამართლის მრჩეველად USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტებში.

იგი ასწავლის კორპორაციულ სამართალსა და მმართველობას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

გიორგი ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორის ხარისხს სამართალში.

მეგი ფარტენაძე

კომუნიკაციების და ოფისის მენეჯერი 

მეგის 9 წლიანი გამოცდილება აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მონაწილეობდა არაერთი საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბის პროექტის განხორციელებაში.

იგი ფლობს ბაკალავრის ხარისხს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ( საქართველოს უნივერსიტეტი), მაგისტრის ხარისხს ევროპეისტიკის მიმართულებით და ამჟამად არის საჯარო მმართველობის დოქტორანტი ( საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

სალომე მექვაბიშვილი

ბიზნეს ანალიტიკოსი

სალომეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტრატეგიული მენეჯმენტის სფეროში. სანამ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გუნდს შეუერთდებოდა, სალომე ხელმძღვანელობდა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს, ფარავდა რა სხვადასხვა მნიშვნელოვან სექტორს. დეპარტამენტის უფროსის რანგში, იგი მონაწილეობას იღებდა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, აგრეთვე მჭიდროდ თანამშრომლობდა კერძო სექტორთან.

სალომემ დაამთავრა კინგს კოლეჯ ლონდონი,  სადაც მოიპოვა საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის  მაგისტრის ხარისხი.

ანა ილურიძე

გენდერის ექსპერტი

ანა ფემინისტი იურისტია, რომელიც მუშაობს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე საბაზისო, ინსტიტუციურ და პოლიტიკის დონეზე.

სანამ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გუნდს შემოუერთდებოდა, ანა სხვადასხვა პროექტებზე დამოუკიდებელ კონსულტანტად მუშაობდა. აგრეთვე, იყო საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტის უფროსი.

ანა ფლობს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის მაგისტრის ხარისხს გენდერში, განვითარებასა და გლობალიზაციაში.

ოთარ ანთია

მწვანე ეკონომიკის ექსპერტი

ოთარს გააჩნია 10 წელზე მეტი გამოცდილება კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის, მდგრად განვითარებასა და მწვანე ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე, ოთარს ეკავა სხვადასხვა საკვანძო პოზიციები, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში. მისი კარიერის მანძილზე იგი უშუალოდ იყო ჩართული მცირე და საშუალო მეწარმეობის ფინანსებზე წვდომის ინკლუზიური მექანიზმების შემუშავებაში,  ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშემწყობ პროცესებში.

ოთარი ფლობს ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს კარბონის ფინანსებში და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ენერგო-მენეჯმენტის მიმართულებით (USAID-ის ენერგეტიკული შესაძლებლობების ინიციატივის  ფარგლებში).