08 ნოე 2023
სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან
8 ნოემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პრაქტიკულ გამოყენებასთან და ბიზნეს საზოგადოებაზე გავლენასთან დაკავშირებული საკითხები.