წიგნის „განმარტებები საქართველოს კანონზე მეწარმეთა შესახებ“ პრეზენტაცია

13 აპრ 2022

ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მხარდაჭერით, საქართველოს კანონზე „მეწარმეთა შესახებ“ (რომელიც 2022 წლის იანვარში შევიდა ძალაში)  განმარტებები გამოაქვეყნა. წიგნის „განმარტებები საქართველოს კანონზე მეწარმეთა შესახებ“ ავტორები არიან გიორგი გიგუაშვილი და გიორგი ჯუღელი (ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი).  

წიგნის „განმარტებები საქართველოს კანონზე მეწარმეთა შესახებ“ პრეზენტაცია 13 აპრილს, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ინვესტორთა საბჭოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.  

პრეზენტაციას ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი და წიგნის თანაავტორი გიორგი ჯუღელი უძღვებოდა. დამსწრე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ ქალბატონი კატარინა ბიორლინ ჰანსენი (EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში), ბატონი მიხეილ სარჯველაძე (პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე) და ბატონი ნიკა ნანუაშვილი (საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი).

მოგვიანებით, წიგნი „განმარტებები საქართველოს კანონზე მეწარმეთა შესახებ“ უსასყიდლოდ დაურიგდებათ მოსამართლეებს, უნივერსიტეტებს, ინვესტორთა საბჭოს წევრებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. აღნიშნული წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ინვესტორთა საბჭოს ვებგვერდზე: www.investorscouncil.ge

წიგნის ელ. ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს