ინვესტორთა საბჭო კვლავ აგრძელებს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. 12 ივნისს გამართული სამუშაო შეხვედრის თემას „დასაქმებულთა ოჯახური პასუხისმგებლობების ხელშემწყობი პრაქტიკები კერძო სექტორში“ წარმოადგენდა.
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სამუშაო შეხვედრის მიზნებზე ისაუბრა. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გენდერის ექსპერტმა, ქალბატონმა ანა ილურიძემ დასაქმებულთა ოჯახური პასუხისმგებლობების ხელშეწყობის ცნება და პრაქტიკები მიმოიხილა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნათია მესტვირიშვილმა საქართველოში დროის გამოყენების კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი პრეზენტაცია წარმოადგინა. ქალბატონმა თამარ ციცქიშვილმა BDO Georgia-დან და ქალბატონმა იზაბელა კანდელაკმა ტერაბანკიდან მათ კომპანიებში დანერგილ ოჯახური პასუხისმგებლობების ხელშემწყობ პრაქტიკებზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრა ინტერაქციული ჯგუფური სამუშაოთი დასრულდა, რომელსაც უძღვებოდა ქალბატონი მაია ქობალია კრისტალიდან.