2024 წლის 10-11 თებერვალს, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკის ადვოკატირებასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას 35 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.
სამუშაო შეხვედრის მიზანს შრომითი ურთიერთობების საკითხების განხილვა და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა წარმოადგენდა.
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოში არსებულ ადვოკატირების პრაქტიკაზე ისაუბრა, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი, გიორგი ჯუღელი კი გაუძღვა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის სესიას. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ და მისი მოადგილემ, ნატო ნათენაძემ, დამსწრეებს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა და სამომავლო სტრატეგია გააცნეს.