მწვანე ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა

18 ნოემ 2022

2022 წლის ოქტომბერში ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ მწვანე ეკონომიკის სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა. მის მთავარ მიზანს საქართველოში მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენს.

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის 18 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაზე ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებული აქტივობების წინასწარი სამოქმედო გეგმა წარადგინა. შეხვედრის მონაწილეებმა არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მწვანე ეკონომიკა ინვესტორთა საბჭოს ახალ მიმართულებას წარმოადგენს.  მისი მიზანია მდგრადი და დაბალი ნახშირბადის ეკონომიკის განვითარება; საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ინვესტორთა საბჭოს  წევრებისთვის მწვანე ეკონომიკის უპირატესობების წარმოჩენა და ინვესტორთა საბჭოს სამომავლო მხარდამჭერ ზომებსა თუ ინტერვენციებში NDC ვალდებულებებისა და მწვანე ეკონომიკის  ინტეგრაციის უზრუნველყოფა.