ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ CENN-თან თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონული სამუშაო შეხვედრები გამართა

23 თებ 2026

CENN თან თანამშრომლობის ფარგლებში, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტმა ჩაატარა რეგიონული სამუშაო შეხვედრები აჭარისა და კახეთის რეგიონების ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის წევრებთან თელავსა (22 იანვარი) და ბათუმში (11 თებერვალი).

შეხვედრაში მონაწილება მიიღო რეგიონში მოქმედი 50-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა.

სამუშაო შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო ცირკულარული ბიზნეს პრაქტიკების დანერგვასთან დაკავშირებული კომერციული სარგებლის წარმოჩენა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ბიზნესის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პრაქტიკული მექანიზმებისა და მიდგომების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ცირკულარული გადაწყვეტილებების დანერგვას საწარმოების ყოველდღიურ საქმიანობაში.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო CENN-თან პარტნიორობით მომავალშიც გააგრძელებს რეგიონული ბიზნესის მხარდაჭერას და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობას.