ინვესტორთა საბჭოს ორი არამუდმივი წევრი შეუერთდა

29 დეკ 2022

ინვესტორთა საბჭო მოხარულია გაცნობოთ, რომ მას არამუდმივი წევრის სახით, ორი ბიზნესასოციაცია შეუერთდა. 

ინვესტორთა საბჭომ, ორი არამუდმივი (როტაციული) წევრის შესარჩევად, განცხადებების მიღება 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ყველა დაინტერესებულმა ბიზნესასოციაციამ განაცხადები 22 ნოემბრამდე წარადგინა. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ინვესტორთა საბჭოს ხმისუფლების მქონე წევრებმა 2022 წლის დეკემბერში ჩაატარეს.

კონკურენტული შერჩევის პროცესის შემდგომ, ინვესტორთა საბჭოს როტაციულ წევრებად შეირჩა: ევროპული ბიზნეს ასოციაცია და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება. აღნიშნული ორგანიზაციების როტაციის პერიოდს ზედიზედ რვა ინვესტორთა საბჭოს სხდომა წარმოადგენს.