ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

21 დეკ 2023

21 დეკემბერს, ინვესტორთა საბჭოს გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გენდერის ექსპერტმა, ანა ილურიძემ 2023 წელს განხორციელებული აქტივობები და ეტაპები მიმოიხილა, სამუშაო ჯგუფის წევრებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფის 2024 წლის გეგმის შესახებ ისაუბრა.

2023 წელს, ინვესტორთა საბჭომ გააძლიერა ძალისხმევა და პოზიციონირდა როგორც პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას; და რომლისთვისაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინვესტორთა საბჭომ დაიწყო მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA), დაიწყო პროცესები საქართველოში ქალთა საკუთრებაში არსებული ბიზნესების სერტიფიცირების ინსტიტუციონალიზაციისთვის და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა სამუშაო შეხვედრები გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით.