სამდივნო

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო დაარსდა და მოქმედებს საქართველოს მთავრობის განკარგულება N829 შესაბამისად, რომელიც გაფორმდა 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2015 წლის 12 აპრილს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო კოორდინაციას უწევს ინვესტორთა საბჭოს მუშაობას; ხელს უწყობს მთავრობასა და ბიზნეს საზოგადოებას შორის ურთიერთობას; ინვესტორთა საბჭოს მუშაობის მხარდასაჭერად, უზრუნველყოფს ეკონომიკურ და სამართლებრივ ანალიზსა და რეკომენდაციებს; კოორდინირებს ინვესტორთა საბჭოსა და მისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო შედგება შემდეგი პერსონალისგან:

  • ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი;
  • იურიდიული მრჩეველი;
  • ბიზნეს ანალიტიკოსი;
  • გენდერის ექსპერტი;
  • მწვანე ეკონომიკის ექსპერტი;
  • კომუნიკაციების და ოფისის მენეჯერი. 

გიორგი ჩერქეზიშვილი

სამდივნოს ხელმძღვანელი

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე, გიორგი მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე კერძო და საჯარო სექტორში, მათ შორის იგი იყო: უფროსი საინვესტიციო ოფიცერი Wings & Freeman Capital– ში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; სს საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი;  აგრეთვე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში.

გიორგი ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნეს სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში, აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხებს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.   

გიორგი ჯუღელი

იურიდიული მრჩეველი

გიორგის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს იურიდიულ პრაქტიკაში, კვლევასა და სწავლებაში. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე, გიორგი მსახურობდა კომერციული სამართლის მრჩეველად USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტებში.

იგი ასწავლის კორპორაციულ სამართალსა და მმართველობას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

გიორგი ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორის ხარისხს სამართალში.

თამარ მაისურაძე

კომუნიკაციების და ოფისის მენეჯერი 

თამარს 10 წლიანი გამოცდილება აქვს ადმინისტრირების სფეროში. ინვეს-ტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე, იგი მუშაობდა ბრაზილიის საელჩოში სავიზო და ადმინის-ტრაციულ ასისტენტად.

თამარი ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ბაკალავრის ხარისხს საზოგადოებასთან ურთიერთობაში (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

გიორგი ედილაშვილი

ბიზნეს ანალიტიკოსი

გიორგის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ინვესტიციებისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მუშაობის დაწყებამდე, მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსად. აგრეთვე, მას ბიზნეს სექტორში მაღალ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

გიორგი ფლობს ბარსელონას ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესში და ევროპის ინსტიტუტის, ზაარლანდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ბიზნეს სამართალში. 

ანა ილურიძე

გენდერის ექსპერტი

ანა ფემინისტი იურისტია, რომელიც მუშაობს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე საბაზისო, ინსტიტუციურ და პოლიტიკის დონეზე.

სანამ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს გუნდს შემოუერთდებოდა, ანა სხვადასხვა პროექტებზე დამოუკიდებელ კონსულტანტად მუშაობდა. აგრეთვე, იყო საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტის უფროსი.

ანა ფლობს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის მაგისტრის ხარისხს გენდერში, განვითარებასა და გლობალიზაციაში.

ოთარ ანთია

მწვანე ეკონომიკის ექსპერტი

ოთარს გააჩნია 10 წელზე მეტი გამოცდილება კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის, მდგრად განვითარებასა და მწვანე ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე, ოთარს ეკავა სხვადასხვა საკვანძო პოზიციები, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში. მისი კარიერის მანძილზე იგი უშუალოდ იყო ჩართული მცირე და საშუალო მეწარმეობის ფინანსებზე წვდომის ინკლუზიური მექანიზმების შემუშავებაში,  ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშემწყობ პროცესებში.

ოთარი ფლობს ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს კარბონის ფინანსებში და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ენერგო-მენეჯმენტის მიმართულებით (USAID-ის ენერგეტიკული შესაძლებლობების ინიციატივის  ფარგლებში).