კოვიდ-19-ის ზეგავლენის შეფასება ეკონომიკაზე, პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო მთავარი თემები ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-15 სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა მთავრობის მეთაურმა გახსნა. ინვესტორთა საბჭოს წევრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა... გაიგე მეტი