საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პერსპექტივები, გადახდისუუნარობის ახალი კანონპროექტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თავმჯდომარეობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მიგვაჩნია, რომ ინვესტორთა საბჭო მნიშვნელოვანი პლატფორმაა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა კერძო სექტორთან ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის ფარგლებში,” - განაცხადა გახარიამ საბჭოს სხდომაზე.
რიგით მე-11 სხდომაზე პრემიერმინისტრმა ინვესტორთა საბჭოს ახალი მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი წარადგინა, ასევე საბჭოს ახალი წევრები - გერმანიის ბიზნესასოციაცია და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია.
გაიგე მეტი