ინვესტორთა საბჭოს წევრმა ბიზნეს ასოციაციებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, ერთობლივი ღია წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს და პირობა დადეს, რომ ქვეყანას წევრობის გზაზე განსახორციელებელ რეფორმებში დაეხმარებიან.
"მოგმართავთ საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სახელით, რომელიც აერთიანებს ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს ასოციაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურად ორიენტირებულ კომპონენტებს. გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს განაცხადის მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებაზე", - აღნიშნულია წერილში.
სტატია სრულად
წყარო: businessformula.ge