ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსა და CENN-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, კახეთისა და აჭარის რეგიონებში, ჩატარდა რეგიონული ტრენინგ/სემინარების ციკლი ცირკულარულ ეკონომიკასა და ცირკულარულ ბიზნეს მოდელებთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრები გაიმართა CENN-ის ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის ფარგლებში.
ღონისძიებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სესიების ძირითადი მიზანი მდგრად ბიზნეს გადაწყვეტებთან, რესურსების ეფექტიან და პასუხისმგებლიან მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციული დეფიციტის შევსება იყო.
CENN-ისა და ინვესტორთა საბჭოს თანამშრომლობით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები გაგრძელდება 2026 წელს.


