22 მაისს, ინვესტორთა საბჭოს წევრები შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ თამილა ბარკალაიას; შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს, ბატონ ბექა ფერაძეს და მის პირველ მოადგილეს, ქალბატონ ნატო ნათენაძეს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: სამუშაო დროის აღნუსხვა, შრომის უსაფრთხოება და 48 საათიანი სამუშაო კვირის დადგენა გარკვეულ დარგებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომლის მეშვეობით, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა მნიშვნელოვან თემებზე განახლებული ინფორმაცია მიიღეს.