შეხვედრა კომერციული არბიტრაჟის განვითარების თაობაზე

15 მაი 2024
commercial arbitration

14 მაისს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ორგანიზებით, საქართველოში კომერციული არბიტრაჟის წინაშე მდგარი გამოწვევების განსახილველად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ინვესტორთა საბჭოს წევრები და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე, ქვეყანაში არბიტრაჟის გამოწვევები განიხილეს, ასევე იმსჯელეს GAA-ს რეკომენდაციებზე, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით არსებული პრობლემების გადასაჭრელად. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა კომერციული არბიტრაჟის, როგორც დავის გადაწყვეტის ეფექტური  ალტერნატიული  საშუალების განვითარების მხარდასაჭერად.

კომერციული არბიტრაჟი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად გლობალურ ასპარეზზე.