ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სერვისების მიღების გამარტივების მიზნით ვებ-გვერდი tcsa.gov.ge სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.
ვებ-გვერდის საშუალებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია და ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურები
- სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვები
- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია
- განხორციელებული საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათ შორის ინტერაქტიული რუკის საშუალებით.
ვებ-გვერდის შექმნისა და განვითარების პროცესში ჩართული იყო ინვესტორთა საბჭოს სამდივნო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სერვისების გამარტივებისა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების პროცესში.
ვებ-გვერდის ძველი ვერსია იხილეთ ბმულზე: old.tacsa.gov.ge


