საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ, UNDP - თან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის შესახებ კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა.
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე, რათა საქართველო უფრო მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი გახდეს საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
კვლევა ჩაატარა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებმაც შეისწავლეს სექტორი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით წარმოადგინეს რეკომენდაციები, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლების უზრუნველყოფად ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს მარეგულირებელი და პროცედურული ჩარჩოების დახვეწას.
ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ კვლევის მიგნებები გაუზიარა შესაბამის უწყებებს განხილვის მიზნით.
გთოვთ იხილოთ: საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციები და დამატებითი დეტალები დანართი 1-ში და დანართი 2-ში, რომლებიც მოიცავს პოლიტიკასთან დაკავშირებულ და სამართლებრივ ანალიზს.