სამუშაო შეხვედრა: “სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვა მულტისავალუტო ეკონომიკებში”

29 სექ 2025

ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ, თიბისის მთავარი ეკონომისტის ოფისთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე:

“სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვა მულტისავალუტო ეკონომიკებში”

პრეზენტაციას, თიბისის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია უძღვებოდა.

შეხვედრისას, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების მაგალითებზე განხილულ იქნა:

  • კორპორატიული ფინანსების შესაბამისი მაჩვებელების გამოყენებით, თუ რას ნიშნავს სავალუტო რისკისაგან დაზღვევა
  • როგორ უნდა გავითვალისიწნოთ ბიზნესის ციკლურობა და გაყიდვების ფასისმიერი ელასტიურობა
  • ასევე ხარჯები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის კონვერტაციები
  • და გაცვლითი კურსების საპროგნოზო მაჩვენებლები

დისკუსიისას, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორის, ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ ჩარჩო საკმაოდ ინოვაციურია, ეყრდნობა როგორც მაკროეკონომიკურ ანალიტიკას, ასევე ბიზნესის პრაქტიკულ გამოცდილებას.