სამეწარმეო სფეროში გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა

04 სექ 2024

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ინიციატივით, 2023 წლის სექტემბერში, სამეწარმეო კანონმდებლობის საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო. იგი მიზნად ისახავდა გენდერული ზეგავლენის შეფასებას და ქალი მეწარმეების წინაშე არსებული პოტენციური ბარიერების იდენტიფიცირებას.

კვლევა ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განახორციელა. იგი  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიშში ასახულია რეკომენდაციები და ინიციატივები. მათ მიზანს სამეწარმეო საქმიანობაში ქალების თანაბარი მონაწილეობისა და მათი ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

სამეწარმეო ეკოსისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობისა და ანგარიშში ასახული რეკომენდაციების განხორციელების მიზნით, ინვესტორთა საბჭო მზად არის ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან სხვადასხვა სექტორში.