მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის მხარდაჭერა რეგიონში

03 ივნ 2025

მწვანე ეკონომიკის გარდაქმნის (GET) ინიციატივის ფარგლებში, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ (ICS), ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბათუმში, ოზურგეთსა და ზუგდიდში სამუშაო სემინარები გამართა.

ტრენინგებით 50-ზე მეტმა ბიზნესმა ისარგებლა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის უპირატესობების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია მიიღო. გარდა ამისა, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები.

ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირის GREEN Project (Global Resilience and Environmental Empowerment Nurturing) განმახორციელებელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ბიზნეს ოპერაციებში მდგრადი პრაქტიკების დანერგვის წახალისების მიმართულებით.