კორპორაციული სამართლის რეფორმა_სამუშაო შეხვედრა

19 მაი 2025

15–16 მაისს, ბორჯომში, ინვესტორთა საბჭოს სამეწარმეო სამართლის სამუშაო ჯგუფისა და ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) კომერციული და საგადასახადო სამართლის კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბორჯომში.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა კომიტეტის წევრების მიერ წარმოდგენილი კომენტარებისა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს, რომლებიც ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტის ცვლილებებს ეხებოდა. განხილული თემები მოიცავდა სააქციო საზოგადოების წესების გამოყენებას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებთან მიმართებით, ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას, ციფრული/ტექნიკური საშუალებების გამოყენებას პარტნიორთა/აქციონერთა გადაწვეტილების მისაღებად და სხვა.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მეწარმეთა შესახებ კანონის ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობას და მოისმინეს გენდერული ზეგავლენის შეფასების მიგნებათა პრეზენტაცია, რაც აუცილებელია გამჭვირვალობის, კორპორაციული მმართველობის გაძლიერებისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის.