ინვესტორთა საბჭოს წევრებმა საქართველოს კლიმატ-ნეიტრალური მომავლის შესახებ იმსჯელეს

11 ივნ 2024

2024 წლის 7 ივნისს, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა მწვანე ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050-ით (Lt-LEDS) განსაზღვრული საგზაო რუკა.

 თემის ირგვლივ პრეზენტაცია ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების მკვლევარმა, გიორგი მუხიგულიშვილმა გააკეთა, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა არსებული მდგომარეობა და ხედვები საქართველოს კლიმატ ნეიტრალურობის მიღწევისთვის აუცილებელი სტრატეგიული ნაბიჯების თაობაზე.

 პრეზენტაციის შემდეგ გამართულმა თემატურმა დისკუსიამ ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის იდეებისა და სტრატეგიული ინიციატივების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.