14 ივნისს, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ორგანიზებით, სასტუმრო ბილტმორ თბილისში, ინვესტორთა საბჭოს წევრებს, ბიზნესის ლიდერებსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივან ალექსანდრე გ. ფესასს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მაღალი პროფილის მქონე შეხვედრა ორგანიზებულ იქნა ICC-ის საარბიტრაჟო და მედიაციის წესების ქართულ ენაზე გამოქვეყნების ისტორიული მომენტის აღნიშვნასთან დაკავშირებით თბილისში ბატონი ფესასის მოკლე ვიზიტის ფარგლებში.
დისკუსიის ცენტრალურ თემას წარმოადგენდა შესაძლებლობები, რომლებიც ქართულ ბიზნესებს საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში ეძლევათ, და გამოწვევები, რომელთა წინაშეც მათ აღმოჩენა უწევთ. ბატონმა ფესასმა და ბატონმა ნიკა ღვინაძემ, ICC საქართველოს არბიტრაჟისა და ADR კომისიის თავმჯდომარემ, განიხილეს ICC-ის არბიტრაჟის ხელმისაწვდომობა, რელევანტურობა და უპირატესობები და ქართულ ენაზე ახლადგამოცემული ICC-ის წესების როლი ICC-ის არბიტრაჟის ქართულ ბიზნეს-საზოგადოებასთან კიდევ უფრო ახლოს მიტანის თვალსაზრისით.
ბატონმა ფესასმა განსაკუთრებულად აღნიშნა 2018 წელს ICC-ის სასამართლოსა და საქართველოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობა და დაადასტურა ICC-ის სწრაფვა, კვლავაც მხარდაჭერილ იქნეს საქართველო, როგორც საერთაშორისო დავების მოგვარების რეგიონული ჰაბი.
აღნიშნულ შეხვედრაში ICC საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივნის მონაწილეობა ხაზს უსვამს დიალოგის მნიშვნელობას არბიტრაჟის ინსტიტუტის გაძლიერებისა და იმ გამოწვევათა დასაძლევად, რასაც ბიზნესი საერთაშორისო დავების დროს აწყდება.