ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს თანამშრომლებსა და საბჭოს წევრებს, სამდივნოს გენდერის ექსპერტმა, ანა ილურიძემ სამუშაო ადგილზე არსებულ გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით, ტრენინგი ჩაუტარა.
ტრენინგის დღის წესრიგი მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გენდერული სტერეოტიპების გამოვლენას, მათი აღმოფხვრის სტრატეგიებსა და განხორციელების გზებს მოიცავდა, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციების ინკლუზიურ და თანაბარუფლებიანი გადაწყვეტილების მიმღებ კომპანიებად ფორმირებას.
ტრენინგი ინტერაქტიული ხასიათის იყო, რამაც მონაწილეებს თავისი შეხედულებების და გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცა.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ინვესტორთა საბჭოს სწრაფვას გენდერული სტერეოტიპების თავიდან აცილების მიზნით, ხელი შეუწყოს სამუშაო გარემოში პოზიტიური ცვლილებების დანერგვასა და ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობას.