ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ დაასრულა ინვესტირების გენდერული ასპექტების (GLI) ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა.

30 სექ 2025

ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ დაასრულა ინვესტირების გენდერული ასპექტების (GLI) ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით.

ეს ინიციატივა წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან მცდელობას საქართველოში, რათა ქვეყნის ეკონომიკურ კონტექსტში ინტეგრირდეს ინვესტირების გენდერული ასპექტების (GLI) მიდგომა.

საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში, დოკუმენტი მიზნად ისახავს ლიდერობაში გენდერული უთანასწორობის შემცირებას, ქალთა მფლობელობაში არსებული ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას, ინკლუზიური სამუშაო გარემოს პრაქტიკის ხელშეწყობას და ქალთა მონაწილეობას მაღალი ღირებულების სექტორებში.

ინვესტორთა საბჭო მზად არის გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ყველა პარტნიორთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის, რათა GLI იქცეს სტანდარტულ ბიზნეს პრაქტიკად.

ვრცლად იხილეთ ჩვენს ჩარჩო დოკუმენტში: