2023 წლის 27 აპრილს, მიმდინარე აქტივობების განხორციელების პროგრესისა და 2023 წლის სამომავლო მიზნების განსახილველად, ინვესტორთა საბჭოს მწვანე ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრმა, ბატონმა კოტე კინწურაშვილმა დამსწრეებს საქართველოს ეკონომიკის დეკარბონიზაციის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და EBRD-ის გამოცდილება და ხედვები გაუზიარა.