გარემოსდაცვითი ნებართვების გაციფროვნებისთვის საჭირო ტექნიკური შეფასების პროცესი დაიწყო

24 ივლ 2024

ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გარემოსდაცვითი ნებართვების გაციფროვნებისთვის საჭირო ტექნიკური შეფასების პროცესი დაიწყო.

შეფასებას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სატენდერო პროცედურებით შერჩეული კომპანია: პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG ჩაატარებს.

კვლევის ფარგლებში მოხდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნებართვების მიღებასთან დაკავშირებული მდგომარეობის შეფასება და სერვისის გაციფრულებისა და "ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვისთვის აუცილებელი საჭიროებების გამოვლენა. დაინტერესებული მხარეები კვლევის პირველად შედეგებს 2024 წლის ბოლომდე გაეცნობიან.

გარემოსდაცვითი ნებართვების ერთ ციფრულ პლატფორმაზე გაერთიანება და ნებართვის გაცემის  გაციფრულება არა მხოლოდ გაამარტივებს ნებართვების მიღების  პროცედურებს, ასევე საგრძნობლად შეამცირებს პროცესის ხანგრძლივობას.

გარემოსდაცვითი ნებართვების გაციფრულება ინვესტორთა საბჭოს "მწვანე ეკონომიკის" დღის წესრიგის ნაწილია.