17 მაისს, გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV), რომელიც ინვესტორთა საბჭოს წევრი ორგანიზაციაა, ბიზნეს ფორუმი გამართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბატონი მარკ კლეიტონი; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრები და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლები.
ბიზნეს ფორუმზე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ინვესტორთა საბჭოს პროექტების, ინიციატივებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ ისაუბრა.