ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს

22 თებ 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების გეგმები და უკვე განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს.

„საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.

შეხვედრაზე განიხილეს მწვანე ეკონომიკის განვითარების ინიციატივები, სამთო მრეწველობის შესაძლებლობები და გამოწვევები, საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია, შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მიმართულებები.

გაიგე მეტი

(წყარო:imedinews.ge)