საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა მეწარმეთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს, მათ შორის ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის გადავადების საკითხი. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ხელახალი რეგისტრაცია გადავადდება და აღნიშნულ საკითხზე მთავრობა და პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. სხდომაზე ასევე განიხილეს ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და იმსჯელეს ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სხდომის მონაწილეებმა ევროინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობაზე იმსჯელეს.
წყარო: "ბიზნეს ფორმულას" სტატია
Businessformula.ge