ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ვებ-გვერდი tcsa.gov.ge სატესტო რეჟიმში ამოქმედდა

24 მარ 2026

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სერვისების მიღების გამარტივების მიზნით ვებ-გვერდი tcsa.gov.ge სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.

ვებ-გვერდის საშუალებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია და ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის:

  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურები
  • სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვები
  • მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია
  • განხორციელებული საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათ შორის ინტერაქტიული რუკის საშუალებით.

ვებ-გვერდის შექმნისა და განვითარების პროცესში ჩართული იყო ინვესტორთა საბჭოს სამდივნო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სერვისების გამარტივებისა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების პროცესში.

 ვებ-გვერდის ძველი ვერსია იხილეთ ბმულზე: old.tacsa.gov.ge