საქართველოში კომერციული არბიტრაჟის არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

10 ივლ 2024

2024 წლის 9 ივლისს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში კომერციული არბიტრაჟის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას, საქართველოს ინვესტორთა საბჭოს (IC) წევრები, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) წარმომადგენლები და კომერციული არბიტრაჟის  ექსპერტები ესწრებოდნენ.

დისკუსია ინვესტორთა საბჭოს წევრების რეკომენდაციებისა და წინადადების განხილვას ისახავდა მიზნად. სამუშაო შეხვედრა უმთავრესად ეხებოდა მხარეთა მოწვევას არბიტრაჟზე, კორპორატიული და შრომითი დავების განხილვას არბიტრაჟის მიერ და საარბიტრაჟო ინსტიტუტების იურიდიულ ფორმას/მათ შესაძლო გარდაქმნას.

ძლიერი და პასუხისმგებლიანი კომერციული საარბიტრაჟო სისტემა, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების ინტერესების უკეთ დაცვას უზრუნველყოფს.

შეხვედრის მონაწილეები, კომერციული არბიტრაჟის, როგორც დავის გადაწყვეტის  ეფექტური  ალტერნატიული  საშუალების განვითარების მხარდასაჭერად, თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდენენ.