მრგვალი მაგიდა საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და ინკლუზიური განვითარების თაობაზე

17 ივლ 2025

2025 წლის 8 ივლისს, ქალაქ თბილისში, ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ უმასპინძლა შეხვედრას  თემაზე – „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები და ინკლუზიური განვითარება“.

შეხვედრა 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული შეხვედრის ფარგლებში დაწყებული განხილვების გაგრძელებას წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა განახლებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, რეგიონულ გავლენებსა და ინკლუზიური განვითარების სტრატეგიებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს წევრებმა, ექსპერტებმა, და წამყვანმა ეკონომისტებმა მიიღეს სხვადასხვა კომპანიებიდან:  Galt & Taggart, TBC Capital, ISET.

განხილვის ძირითადი თემები იყო მაკროეკონომიკური ტენდენციები და მოკლე-დან საშუალოვადიანი პროგნოზები, რეგიონული და გლობალური დინამიკა და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება.

ღონისძიება მოიცავდა საინტერესო პრეზენტაციებს, რომელსაც ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესია მოყვა.