
ინვესტორთა საბჭო საქართველოში ერთ-ერთი პირველია ინვესტირების გენდერული ასპექტებზე მუშაობის მიმართულებით. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საბჭოში ხდება ინვესტირების გენდერული ასპექტების ჩარჩო მეთოდოლოგიის შემუშავება, რაც ხაზს უსვამს, ამ თემაზე პარტნიორებთან ერთად მუშაობის მნიშვნელობას.
მსოფლიო ბანკისა და IFC-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში „ეკონომიკური გაძლიერება ინვესტირების გენდერული ასპექტების მეშვეობით“ ინვესტორთა საბჭოს მონაწილეობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საბჭოს ამ მიზანს. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის შესასწავლად, თუ როგორ შეუძლია ინვესტირების გენდერული ასპექტების გამოყენებას ხელი შეუწყოს თანაბარ ეკონომიკურ მონაწილეობას და გააძლიეროს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობები კერძო სექტორში.
პანელურ დისკუსიაზე „კერძო სექტორის პერსპექტივა – ინვესტირების გენდერული ასპექტების განხორციელება“, რომელსაც ივანა ფერნანდეს დუარტე მოდერაციას უწევდა, ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენელი შეუერთდა პანელის მონაწილეებს "TBC ბანკიდან", მიკრო ბანკ "კრისტალიდან" და "პროკრედიტ ბანკიდან".
პანელიდან გამოიკვეთა ძირითადი შეხედულებები, მათ შორის:
- ინვესტირების გენდერული ასპექტების წინ წამოწევაში კერძო სექტორის ჩართულობის კრიტიკული როლი.
- თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობის გაძლიერების სტრატეგიები.
- მდგრადი ზრდის მისაღწევად თანამშრომლობითი ძალისხმევის აუცილებლობა.
ინვესტორთა საბჭო ინვესტირების გენდერული ასპექტების ხელშემწყობი გარემოს შესახებ ყოვლისმომცველ პერსპექტივას წარმოადგენს საქართველოში, ხაზს უსვამს კერძო სექტორის გადამწყვეტ როლს გენდერულად ინკლუზიური ბიზნეს პრაქტიკის ხელშეწყობაში. ღონისძიებამ ღირებული შეხედულებები მოგვცა ინვესტირების გენდერული ასპექტების სტრატეგიების განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
Ბოლოს, ხაზი გაესვა გენდერული მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების მნიშვნელობას, როგორც არსებით ფაქტორს მონიტორინგისა და ინვესტირების გენდერული ასპექტების ბიზნეს-საფუძვლის დემონსტრირებისთვის.
ინვესტორთა საბჭო კვლავ აგრძელებს პარტნიორებთან ერთად საქართველოში საინვესტიციო გარემოს გენდერული ასპექტების სხვდასხვა ასპექტზე მუშაობას.