ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის რეგიონული კონფერენცია

14 მარ 2025

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის, EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამისა და ფაქტორინგის და ფინანსირების გლობალური ასოციაციის ორგანიზებით, ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის რეგიონული კონფერენცია - Navigating Trade Finance: Building Awareness for Accessibility ჩატარდა.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, თემა შეეხო: 𝗗𝗿𝗮𝗳𝘁 𝗟𝗮𝘄 𝗼𝗻 𝗙𝗮𝗰𝘁𝗼𝗿𝗶𝗻𝗴 & 𝗜𝘁𝘀 𝗠𝗮𝗿𝗸𝗲𝘁 𝗜𝗺𝗽𝗮𝗰𝘁, აილოტ აჰმას (EBRD) მოდერატორობით, პანელში ასევე მონაწილეობდნენ:

  • -ნი ჰაიკ მალხასიანი – IC Armenia-ს უფროსი იურიდიული მრჩეველი
  • -ნი ალექსანდრე ჭეიშვილი – TBC-ის კორპორატიული ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელი

დისკუსიის ფარგლებში გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა:

„ფაქტორინგს მნიშვნელოვანი როლი აქვს ბიზნესებისთვის ლიკვიდობის უზრუნველყოფაში. აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩოს შემოღებით, ველით მნიშვნელოვან სარგებელს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე მსხვილი კორპორაციებისთვის. აუცილებელია, რომ ქართულ ბიზნესებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა თანამედროვე ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებზე, რაც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის წინაპირობაა.“

ინვესტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს ფაქტორინგის რეფორმაზე მისი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, რათა გაუმჯობესდეს ბიზნესებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში.

კონფერენცია ორგანიზებული იყო EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის, FCI-ისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ.