15 ოქტომბერს, გაიმართა დისკუსიის მეორე ეტაპი თემაზე: „საქართველოში აგრარული სექტორის გაძლიერება აგრარული და სასაწყობო ხელწერილების მეშვეობით“.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ინვესტორთა საბჭოს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ. IFC-ის ეს ინიციატივა ხორციელდება შვეიცარიის ეკონომიკური საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით.
დისკუსიის ფარგლებში IFC-ის მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს საბაზისო კვლევის შედეგები და ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მომავალში განსაზღვრავს აგრარული და სასაწყობო ხელწერილების შესახებ ახალი კანონმდებლობის განვითარებას.
ღონისძიება აგრძელებს 2025 წლის ივნისიდან დაწყებულ კონსულტაციების სერიას, რომლის მიზანია აგრარული სექტორის მდგრადი განვითარება და ინოვაციური ფინანსური მექანიზმების დანერგვა საქართველოში.


