განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ადმინისტრირების პროცესის გაციფროვნება

28 თებ 2023

28 თებერვალს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა  და ადმინისტრირების პროცესის გაციფროვნების პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბატონი გენადი არველაძე; აგრეთვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. 

აღნიშნული პროექტი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოწოდებული ბიზნეს პროცესებისა და სერვისების გაციფროვნებას ითვალისწინებს. შედეგად, სააგენტოს  შესაძლებლობა ექნება, რომ ციფრულად გასცეს მშენებლობის ნებართვები განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, აგრეთვე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით,  სხვა დამატებითი სერვისებიც უზრუნველყოს.