
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით, საქართველო მიურთდა "საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ (Single Administrative Document/SAD) და „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ (Common Transit Convention/CTC) საერთაშორისო კონვენციებს. მიერთება ძალაში შევიდა 2025 წლის 1-ელ თებერვალს და საქართველო ერთიანი სატრანზიტო სისტემის (CTS) წევრი გახდა. CTS აერთიანებს 37 ქვეყანას: ევროკავშირის წევრ ქვეყნების, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში შემავალ ქვეყნებს, ასევე, თურქეთს, სერბეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უკრაინასა და გაერთიანებული სამეფოს.
2025 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის ექსპორტთან, ხოლო 1 ივნისისდან საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებული სავალდებულო პროცედურული ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებისა და მოსალოდნელი გამოწვევების დეტალური განხილვის მიზნით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
NCTS საშუალებას იძლევა ამ სისტემაში შევსებული ტრანზიტის დეკლარაციით საქონელი გადაადგილდეს კონვენციის წევრ ქვეყნებში, რაც ამარტივებს სატრანზიტო ოპერაციებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო ვაჭრობას.