ინვესტორთა საბჭოს შესახებ

ინვესტორთა საბჭო წარმოადგენს საჯარო-კერძო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგს ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.

ინვესტორთა საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ, ორმხრივ დიალოგსა და აზრთა გაცვლას მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, რომელიც არსებითია ბიზნესისა და ინვესტორთა გამოწვევების იდენტიფიცირებისათვის და მათ გადასაჭრელად, საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის. ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს კერძო სექტორის მხრიდან მთავრობის მხარდაჭერას, აღნიშნული რეფორმების გასატარებლად.

ინვესტორთა საბჭო ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვეობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

 

მუდმივი წევრები

 

 

არამუდმივი წევრები