ფაქტორინგის მიზანშეწონილობის ანგარიშის პროექტის პრეზენტაცია

17 თებ 2023

ფაქტორინგის ხელშეკრულებების ელექტრონული რეესტრის შემუშავებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიზანშეწონილობის კვლევა 2022 წლის ივნისში დაიწყო.

15 თებერვალს, KPMG-ის ექსპერტებმა, ფაქტორინგის  მიზანშეწონილობის ანგარიშის პროექტი წარმოადგინეს და შეხვედრის მონაწილეებს ფაქტორინგის რეესტრის შექმნასთან დაკავშირებული დასკვნები გაუზიარეს. შეხვედრას საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

KPMG-ის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ირინა გევორგიანმა ფაქტორინგის რეესტრის ფარგლებსა და ფუნქციაზე ისაუბრა; ფაქტორინგის პროცესი აღწერა და რეესტრის განხორციელების რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა.

ფაქტორინგის რეესტრის უფრო ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები გამოთქვეს, აგრეთვე ინვესტორთა საბჭოს წევრ ბიზნეს ასოციაციებთან და საქართველოს საბანკო სექტორთან სამომავლო შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.