სამდივნო

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო დაარსდა და მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება N829 შესაბამისად, რომელიც გაფორმდა 2015 წლის 20 აპრილს და საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2015 წლის 12 აპრილს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნო შედგება სრულ განაკვეთზე მყოფი პერსონალისგან:

  • ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი;
  • იურიდიული მრჩეველი;
  • ბიზნეს ანალიტიკოსი;
  • კომუნიკაციების და ოფისის მენეჯერი. 

 

გიორგი ჩერქეზიშვილი

სამდივნოს ხელმძღვანელი

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე გიორგი მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე, მათ შორის იყო: უფროსი საინვესტიციო ოფიცერი Wings & Freeman Capital– ში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სს საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი და მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში.
გიორგი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში (გრენობლის ბიზნესის სკოლის (საფრანგეთი) და კავკასიის ბიზნეს სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა), ასევე თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხებს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში

 

გიორგი ჯუღელი

იურიდიული მრჩეველი

გიორგის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს იურიდიულ პრაქტიკაში, კვლევასა და სწავლებაში. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე, გიორგი მსახურობდა კომერციული სამართლის მრჩეველად USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტებში.
იგი ასწავლის კორპორაციულ სამართალსა და მმართველობას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
გიორგი ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორის ხარისხს სამართალში.

 

 თამარ მაისურაძე

 კომუნიკაციების და ოფისის მენეჯერი 

 თამარს 10 წლიანი გამოცდილება აქვს ადმინისტრირების სფეროში. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მოსვლამდე, იგი მუშაობდა ბრაზილიის საელჩოში სავიზო და ადმინისტრაციულ ასისტენტად.

თამარი ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ბაკალავრის ხარისხს საზოგადოებასთან ურთიერთობაში (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).